23:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-16 17:35:14, 1664 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთში პუტინის ავტორიტარიზმის დემონტაჟის გეგმა ხორცეილდება

რუსეთში პუტინის ავტორიტარიზმის დემონტაჟის გეგმა ხორცეილდება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა,  მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვში ბომბისგან დასაცავი თავშესაფრებ მზადდება.

"პუტინის ავტორიტარიზმის დემონტაჟის გეგმა გაჩაღებულია:

ქალაქის ქუჩების სრული სამობილიზაციო დასუფთავება;

ბომბისგან დასაცავი თავშესაფრების მომზადება მოსკოვში

წვევამდელების გასროლა ბელგოროდში

გენერლების დაკავება და კონფლიქტი ახლო გარემოში
- გენიალური სამდღიანი "სტრატეგოსი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics