|
2022-10-13 13:48:05, 839 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ სტუდენტების დასაქმების კამპანიას - Craft Your Future Career აგრძელებს
„ლიბერთის“ ინიციატივით, მასშტაბური კამპანია Craft Your Future Career მიმდინარეობს, რომელიც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს. სტუდენტების დასაქმების იდეა, ბანკში ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა, როცა ლიბერთის ახალმა გუნდმა გადაწყვიტა ახალგაზრდებისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გადასადგმელად აუცილებელი მხარდაჭერა გაეწია. სტუდენტების დასაქმების კამპანია არც პანდემიის დროს გაჩერებულა და ბანკი დღესაც აქტიურად აგრძელებს სტუდენტების ჩართვას სტაჟირების სხვადასხვა პროექტში. ,,მოხარული ვართ, რომ ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტთან და სასწავლო დაწესებულებასთან ვთანამშრომლობთ. ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია სტაჟირების პროცესის მაღალი ხარისხით ჩატარება. პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად ლიბერთიმ სპეციალურად მოამზადა ტრენერები, რომლებმაც შემდგომ მენტორები გადაამზადეს. შეიქმნა მიზნობრივი პროგრამები და დაინერგა შეფასების სისტემები, რომლებიც აფასებს როგორც სტაჟიორებს, ისე მენტორებს. რაც შეეხება სტაჟირების ვადებს, ის მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია და 6 კვირიდან 6 თვემდე გასტანს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტაჟიორმა კარიერის პირველი ნაბიჯები ლიბერთისთან ერთად გადადგას და ერთ ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება მიიღოს." - ნინო ჩიხლაძე, ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „ლიბერთის“ Craft Your Future Career-ის კამპანია ყოველწლიურად ჩატარდება და მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ახალგაზრდებისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გზაზე.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)