22:05 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 13:23:10, 856 ნახვა

საზოგადოება
ახლად გახსნილ ვაკის პარკის შადრევანში სკოლის მოსწავლე ჩავარდა და დენმა დაარტყა

ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სამი მოზარდი ჩავარდა და დენმა დაარტყა. 

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.  

მოზარდები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, საკითხს გამოიკვლევს და შესაბამისი კომპანიები პასუხისგებას მიეცემიან. 

"მოვიკითხავ, ახლა ჩავარდა? ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ საკითხზე",- განაცხადა კალაძემ. 

შსს-მ გამოძიება 220-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

ცნობისთვის, გუშინ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის პარკის აღდგენის მეორე ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics