00:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 11:28:29, 773 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭო - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, გარანტირებულ მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, მესამე მსოფლიო ომამდე გარანტირებულ ესკალაციას ნიშნავს,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვენედიქტოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევს იმედი აქვთ შექმნას საინფორმაციო ხმაური და კიდევ ერთხელ მიიპყრონ ყურადღება საკუთარ თავზე.

„კიევს შესანიშნავად ესმის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, გათვლაც ამაზეა – შეიქმნას საინფორმაციო ხმაური და მოხდეს კვლავ ყურადღების მიქცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის მრავალი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ ვინმე იქ მართლაც იმედოვნებს მათი ქვეყნის ნატო-ში მიღებას“,- განაცხადა ვენედიქტოვმა.

მისივე თქმით, დასავლეთი, უკრაინის დახმარებით კონფლიქტის პირდაპირი მხარე ხდება.

„ამ ნაბიჯის თვითმკვლელობითობა ესმით თავად ნატოელებს“,- დასძინა ვენედიქტოვმა.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების განაცხადს დაჩქარებული წესით წარადგენს.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics