01:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 10:07:16, 774 ნახვა

მსოფლიო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი.

კენჭისყრის შედეგებია ასეთია: 193-დან 143-მა ქვეყანა იყო "მომხრე", 5 კი - "წინააღმდეგი" (ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სირია და რუსეთი) , ხოლო 35-მა ქვეყანამ პასუხისგან "თავი შეიკავა".

"მივესალმები გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიის კენჭისყრის შედეგებს უკრაინასთან დაკავშირებით. კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ. რეზოლუციის პროექტი "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს პრინციპების პატივისცემა". ქარტიას მხარი დაუჭირეს დელეგატებმა, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი“, - აღნიშნა  ურაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა.

შეგახსენებთ, რომ 23-27 სექტემბერს რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ მხარეში ფსევდორეფერენდუმი გამართეს. ხერსონსა და ზაპოროჟიეში - უკრაინიდან გამოყოფის შესახებ და დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთთან შეერთების შესახებ.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ნაწილის ანექსია გამოაცხადა. .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics