|
2022-10-12 23:03:38, 2656 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ისევ დაიბომბა
12 ოქტომბერს საღამოს ბელგოროდში რამდენიმე აფეთქება გაისმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა. როგორც RBC-ს ბელგოროდის რეგიონის მთავრობის ოპერატიული შტაბში განუცხადეს, დაბომბვისა და საჰაერო თავდაცვის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილი და გზის საფარი "ოდნავ დაზიანდა". ასევე, ჭურვების ფრაგმენტები სახლებთან, ეზოში და კერძო სახლის სათბურში აღმოჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაშავებული არ არის. ბელგოროდის რეგიონი, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონები, რომლებიც ესაზღვრება უკრაინას, ომის დაწყებიდან რეგულარულ დაბომბვას ექვემდებარება. 11 ოქტომბერს რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ შებეკინოში ქვესადგური დაბომბეს, რის შედეგადაც ტრანსფორმატორი დაზიანდა. მისი თქმით, ამის გამო რეგიონის ორ ათასზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)