01:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 21:21:29, 1639 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას დამატებითი PzH2000 და MARS II-ს გადასცემს

უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II. - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს გვერდზე ვკითხულობთ.

მათივე თქმით, რამშტაინის ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს.

"რამშტაინის ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.

ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics