|
2022-10-12 12:32:35, 1397 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მეორე მენტორინგის პროგრამა დაიწყო
საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე, მეორე მენტორინგის პროგრამა დაიწყო. შეხვედრა საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს პროექტის წარმომადგენლებმა გახსნეს. პროგრამის დაწყებას წინ უძღოდა ტრენინგი ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პროკურატურიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობის გამოცდილების მქონე 5-მა სპეციალიზებულმა პროკურორმა სიღრმისეული გადამზადება გაიარა. გადამზადებული პროკურორები ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე, მენტორობას სპეციალიზებულ პროკურორებს გაუწევენ. მენტორინგის პროგრამა 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს. მენტორინგის პროგრამის გახსნა,საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენციაა. პროკურორთა შესაძლებლობების გაძლიერება და გენდერულად სენსიტიურ თემებზე კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)