01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 10:07:55, 863 ნახვა

მსოფლიო
რეზნიკოვი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გერმანული IRIS-T-ის სარაკეტო სისტემები უკვე უკრაინაშია.

როგორც რეზნიკოვმა "ტვიტერზე" დაწერა, ქვეყანას ამერიკული „ნასამსებიც“ მალე ექნება.

„საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. გერმანიიდან IRIS-T-ის სისტემები უკვე აქ არის. ამერიკული NASAMS კი, მალე აქ იქნება. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, - წერს რეზნიკოვი.

ცნობისთვის, გერმანიამ უკრაინას ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემის Iris-T SLM პირველი გადასცა. Der Spiegel-ის ცნობით, ეს არის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც გერმანიას აქვს.

Iris-T SLM საზენიტო სარაკეტო სისტემა შედგება სამი მანქანისგან: გამშვები სამხედრო სატვირთო მანქანაზე, სარადარო მანქანა და სამეთაურო მანქანა. საზენიტო რაკეტებს შეუძლიათ სამიზნეების დარტყმა 20 კილომეტრის სიმაღლეზე და 40 კილომეტრამდე მანძილზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics