|
2022-10-11 16:37:24, 863 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - თუ რამე კარგი კეთდებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს, ივანიშვილი ყოფილა დამფინანსებელი, მაშინ არ იყო ოლიგარქი?
თუ რამე კარგი კეთდებოდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს, ბიძინა ივანიშვილი ყოფილა დამფინანსებელი, მათ შორის ჯარის, პოლიციის შესაბამისი აღჭურვა, მაშინ არ იყო ოლიგარქი, თვითონ იწერდნენ ყველაფერს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ეს არის საერთაშორისო კანონი, რომელიც საერთოა ყველასთვის, აქედან გამომდინარე, არ მოწონთ, რადგან შეეხება ჭიჭე ვაშაძის დამფინანსებელს, ლელოს დამფინანსებელს, ახლად გამოჩეკილ ოლიგარქ კეზერაშვილს, წაგებული ომის მინისტრი რომ იყო და მერე გამდიდრდა, ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიცია კი ამბობს, რომ კანონი მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილს უნდა მოერგოს. ირაკლი ზარქუას აზრით, ეს კანონი მისაღებია და მოხდება ლუსტრაცია, ვინ მოხვდება და ვინ არა, სწორედ ამის ეშინია ოპოზიციას. „ოლიგარქი არის ოლიგარქი, ეს არის საერთაშორისო კანონი, რომელიც საერთოა რუსეთისთვისაც, მოლდოვისთვისაც, უკრაინისთვისაც, ჩვენთვისაც და ყველასთვის, აქედან გამომდინარე, არ მოწონთ, იმიტომ, რომ შეეხება ჭიჭე ვაშაძის დამფინანსებელს, ლელოს დამფინანსებელს, 90-იანი წლებიდან მოდიან ხო, ახლად გამოჩეკილ ოლიგარქ კეზერაშვილს, წაგებული ომის მინისტრი რომ იყო და მერე გამდიდრდა, ნაციონალურ მოძრაობას შეეხება. ბუნებრივია, ახლა უკვე აღარ აინტერესებთ, არ უნდათ, ამბობენ, რომ მაინცდამაინც უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს. ეს ადამიანი იცით ვინ არის? „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს თუ რამე კარგი კეთდებოდა, თურმე ეს ადამიანი ყოფილა დამფინანსებელი, მათ შორის ჯარის, პოლიციის შესაბამისი აღჭურვა, ამის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, მაშინ არ იყო ოლიგარქი, თვითონ იწერდნენ ყველაფერს, ხმას არ იღებდნენ, როდესაც მათ ხელფასებს ურიგებდა, ცალკეულ სამინისტროებს აფინანსებდა, როცა ჩვენს კულტურის მუშაკებს, ყველა სექტორს და სეგმენტს აფინანსებდა, მაშინ არ იყო ოლიგარქი, მაგრამ ახლა უკვე გახდა, რატომ, იმიტომ, რომ ტირანია დაამარცხა ქართველ ხალხთან ერთად და უკვე აღარ მოსწონთ. ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის მოვიდა ხელისუფლებაში, თავისი ნებით გადააბარა ხელისუფლების მართვა. არც აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ და არც არის ჩარეული პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ეს კანონი უნდა მივიღოთ და მოხდება ლუსტრაცია, ვინ მოხვდება და ვინ არა, სწორედ ამის ეშინია რადიკალურ ოპოზიციას“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)