01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 12:50:27, 1069 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკა - მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ

უკრაინელებს არ ეშინიათ, მათ იციან - მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ "ტვიტერზე" დაწერა.

ზელენსკას თქმით, სიმართლე უკრაინის მხარესაა.

"რუსული რაკეტები მასიურად ხვდება უკრაინის ქალაქებს და ჩვენი შვილები კიდევ ერთხელ უნდა დაიმალნონ მეტროში. ჩვენს დაშინებას და გატეხვას ცდილობენ - მაგრამ უკრაინელები მღერიან. სიმართლე ჩვენი ერის მხარეზეა", - წერს უკრაინის პირველი ლედი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. 

მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის,  ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics