02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 12:26:10, 1276 ნახვა

მსოფლიო
კულება - პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს

პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.

როგორც კულებამ Twitter-ზე  დაწერა, უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვა მეტყველებს იმაზე, რომ პუტინის ერთადერთი ტაქტიკა მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ ტერორია.

"მრავალი რუსული სარაკეტო დარტყმა უკრაინაში. პუტინის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, მაგრამ ის უკრაინას ვერ დაანგრევს. ეს ასევე არის პასუხი მათთვისაც, ვისაც სურს მასთან მშვიდობაზე საუბარი - პუტინი არის ტერორისტი, რომელიც რაკეტებით საუბრობს", - წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. 

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის,  ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics