00:43 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 17:06:49, 993 ნახვა

საზოგადოება
2023 წელს ფერმერებისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის, მათ შორის კომბაინების შესყიდვა მეტად ხელმისაწვდომი გახდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში 15.7%-ით გაიზარდა. გაზრდილ ბიუჯეტი შეეხება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამასაც. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო წლებში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, ათი ათასობით ჰექტარზე  თანამედროვე მრავალწლოვანი  ბაღები გაშენდა; ხელი შეეწყო ერთწლოვანი კულტურების მოყვანას; წლიდან წლამდე, ბაღები შედის მსხმოიარობაში, მზარდია  მოთხოვნა მოსავლის ამღებ ტექნიკაზე,  მათ შორის, კომბაინებზე, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული ტექნიკაა. მიღებული მოსავლის აგროვადებში აღება-დაბინავების ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია, ფერმერებისთვის გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა როგორც მრავალწლოვანი, ასევე ერთწლოვანი კულტურების მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის მიმართულებით. 

2020-2021 წლებში, „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 408 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა შეძენილი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ 13,102,926 ლარი შეადგინა.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics