|
2022-10-04 12:37:37, 1288 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, ორ აგურს დაიჭერს, რომელსაც თავში შემოირტყამს
ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, ძალიან მალე დაიჭერს ორ აგურს, რომელსაც თავში შემოირტყამს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსული ხელისუფლება უკვე დამარცხებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ძალიან ცოტა დრო დარჩა, ვინაიდან მელია ფიქრობს, რომ ეს მათი ბოლო ჟამია. "რუსი ოლიგარქი, რუსული ხელისუფლების სულის ჩამდგმელი, მსოფლიო დონის ექიმს არ უშვებს სააკაშვილთან და მას ჰგონია, ამ ნაბიჯით ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერს, მისდა საუბედუროდ ის ასე ფიქრობს. ერთის მხრივ ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით, როცა ღიად ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ რეგულაციას, ადამიანურ მიდგომას, თავის აგრესიულ ელექტორატს გაამხნევებს და მეორეს მხრივ, მიჩქმალავს სააკაშვილის რეალურ მდგომარეობას. ამით ის ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, ივანიშვილი ძალიან მალე დაიჭერს ორ აგურს, რომელსაც თავში შემოირტყამს. ძალიან ცოტა დრო დარჩა, ძალიან გვინდოდა,რომ რუსული ხელისუფლება უკვე დამარცხებული ყოფილიყო, სამწუხაროდ, ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ხელისუფლებას,მაგრამ ეს არის ბოლო ჟამი",- განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)