|
2015-02-05 20:24:03, 896 ნახვა
საზოგადოება
სკეკ-მ „ჯეოსელი“ და „კულა“ კი არასათანადო რეკლამის დამკვეთად მიიჩნია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, დღეს 2015 წლის 5 თებერვალს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი“ წერილობით გააფრთხილა, მობილური ოპერატორი „ჯეოსელი“ კი არასათანადო რეკლამის დამკვეთად მიიჩნია. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს. ორივე ტელეკომპანიის ეთერში მობილური ოპერატორის „ჯეოსელის“ სარეკლამო რგოლი გავიდა, რომელშიც რამდენიმე წამყვანი ტელეკომპანიის საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანების და ჟურნალისტების მონაწილეობა კომერციულ რეკლამაში აკრძალულია. რაც შეეხება, რეკლამის დამკვეთს მობილურ ოპერატორ „ჯეოსელს“ კომისიამ ის არასათანადო რეკლამის დამკვეთათ მიიჩნია, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებამოსილების არ ქონის გამო სანქცია ვერ დააკისრა. ამავე სხდომაზე კომისიამ რადიო „იმედი“ იარაღის რეკლამის განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა. რადიო „იმედის“ ეთერში შპს „კულას“ დაკვეთით იარაღის რეკლამა იყო განთავსებული, შემდეგი შინაარსით: „კალიბრი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავაზობთ უპრეცენდენტო აქციას – ბერეტას, ბენელის, გლოკის და ჩეზეს მარკის იარაღები ყველაზე დაბალ ფასში, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, კალიბრი აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ...“ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. კომისიამ შპს „კულაც“ არასათანადო რეკლამის დამკვეთად მიიჩნია, მაგრამ სანქცია ამ შემთხვევაშიც ვერ გამოიყენა.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)