|
2022-10-04 11:17:35, 1243 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს
ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო სწავლება დაიწყო. ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გეგმიური წვრთნები სამხედრო მოსამსახურეების უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით ტარდება. "განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო პერსონალის ინდივიდუალურ ქმედებებს, ასევე მოქმედებებს რაზმებში, ეკიპაჟებსა და ჯგუფებში... საგანმანათლებლო პროცესის ყველა ელემენტის შესრულებისას, დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებისას", - ნათქვამია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. თავდაცვის მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მარატ პავლოვმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრსა და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან განიხილა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)