17:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 18:22:52, 1067 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალად დანიშნულ ხელმძღვანელთან - პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ვახტანგ გომელაურმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი მიმართულებები და ევროკავშირის სააგენტოებთან წარმატებული ურთიერთობა განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა პაველ ჰერჩინსკის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა რეფორმირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics