08:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 10:30:40, 1580 ნახვა

მსოფლიო
მედია - მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა - პუტინმა, შესაძლოა, საზღვარი ჩაკეტოს

FSB იტყობინება, რომ "ნაწილობრივი" მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Новая газета Европа პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ატმოსფერო ისეთია, რომ უსაფრთხოების ძალები და თავდაცვის სამინისტრო შეძლებენ დაარწმუნონ პუტინი, რომ "დახუროს ქვეყნის გასასვლელი, სანამ გვიან არ არის". 

მანამდე რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება , რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის საზღვრები 26 სექტემბრიდან ჩაკეტოს. 

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ. სულ მცირე ხუთი ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics