20:22 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 13:12:08, 1141 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს

 მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე დანაშაულია და ნებისმიერ ადამიანს  შეუძლია, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

„ზოგადად ნებისმიერი სახის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და საქმიანობის ხელშეშლა არის დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუ მსგავსი ფაქტი შეიძლება ბუნებაში არსებობდეს და ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს და რა თქმა უნდა, მოსამართლეს შეუძლია, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლეს აუცილებლად იპოვიან. მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს",- ამბობს იუსტიციის მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics