22:36 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 22:21:22, 1072 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის გენპროკურორი - უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 34000 სამხედრო დანაშაულია დაფიქსირებული

ამჟამად უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 34000 სამხედრო დანაშაული გვაქვს დაფიქსირებული. - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა CBS News-სთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბუჩასა და ირპენის მოვლენებთან დაკავშირებული მრავალი საქმის გამოძიებაც გრძელდება.

"ამჟამად უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 34000 სამხედრო დანაშაული გვაქვს დაფიქსირებული, ბუჩასა და ირპენის მოვლენებთან დაკავშირებული მრავალი საქმის გამოძიებაც გრძელდება. ეს არის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, დაბომბვა და სამოქალაქო ობიექტების განადგურება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics