09:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 14:17:45, 954 ნახვა

საზოგადოება
ქართულ-იაპონური პროექტის ფარგლებში, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექცია შეიქმნება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, იაპონიის მთავრობის პროგრამის „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ (SATREPS) ფარგლებში, პროექტს „საქართველოს ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კონსერვაციაზე დაფუძნებული ხორბლის მოლეკულური სელექციის სისტემის ჩამოყალიბება“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტს ქართველი მეცნიერები იაპონელ კოლეგებთან ერთად განახორციელებენ. პროექტის მიზანი, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და ახლო მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექციის შექმნა და კონსერვაციაა, ასევე, სელექციის ახალი სისტემის შემუშავება, რომელიც გენეტიკური რესურსების გამოყენებით, ჯიშებს მუდმივად გააუმჯობესებს.
 
ახალი პროექტის დეტალები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტროს (JICA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მორი ჰოროუკისთან და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰიდეკი ტანაბესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე, ხორბლის ადგილობრივ სახეობებსა და ჯიშებზე, გენეტიკური რესურსების კონსერვაციის და თესლის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი JICA-სთან არაერთი წელია თანამშრომლობს. JICA-ს საქართველოს ოფისის მიერ გამოცხადებულ 2021 წლის საგრანტო პროექტში ცენტრის სერტიფიცირების სამსახურმა გრანტი მოიპოვა. გრანტის ფარგლებში, სამსახურს საშრობი კამერა (ინკუბატორი) გადაეცა, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების მინდვრის კულტურების გენბანკის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ხმარდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics