11:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 12:02:37, 2239 ნახვა

ომი უკრაინაში
Energoatom - ოკუპანტებმა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური დაბომბეს

რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას,- ამის შესახებ უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „Energoatom“-მა განაცხადა.

როგორც Energoatom-ში აღნიშნავენ, დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა დაგამორთო სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.

„დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სადგურის თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.

კომპანიის განცხადებით, რუსების ბირთვული ტერორიზმის აქტები საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ისინი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ახალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics