05:18 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 10:26:49, 881 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება

„ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო, რომ არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სახელმწიფო - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას, გააკეთა თუ არა საქართველომ ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინას დახმარებოდა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების უპირველეს მიზანს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

„უპირველესი მიზანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, აქედან გამოვდივართ და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა ჩვენ რეალობაში მყოფ ქვეყანას. ჩვენ არ ვართ რომელიმე კოლექტიური უსაფრთხოების წევრი და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მაღალი საფრთხის მატარებელი ვართ. ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, რომ არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფო“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics