09:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 15:03:34, 1389 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესდაჯილდოება 2022 დაიწყო

„თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გარზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

წელს ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციებით:

  • საუკეთესო პროდუქტი
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი :

  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

ნაწილობრივ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და „აწარმოე საქართველოში“.  UN Women-მა წელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევით ი კომპანია ANOVA.  

გამარჯვებულების გამოვლენაზე ჟიური იმუშავებს, დაჯილდოების ფინალური ღონისძიება დეკემბერში გაიმართება.

დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ განაცხადის შევსება შემდეგ ლინკზე: https://www.businessaward.ge/

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics