18:54 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 21:23:13, 1101 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - საქართველოში ომი რომ არ მიმდინარეობს ღარიბაშვილის, გომელაურისა და ლილუაშვილის დამსახურებაა

საქართველოში რომ მშვიდობაა, ბატონი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, უშუალოდ ვახტანგ გომელაურისა და მისი მაგარი გუნდის, მაგარი ბიჭების, სუსის ხელმძღვანელის, ბატონი ლილუაშვილისა და მისი. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამ ადამინების დამსახურებაა, რომ საქართველოში ომი არ მიმდინარეობს, რისი მცდელობაც ჰქონდათ.

"საქართველოში რომ მშვიდობაა, ბატონი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, უშუალოდ ვახტანგ გომელაურისა და მისი მაგარი გუნდის, მაგარი ბიჭების, სუსის ხელმძღვანელის, ბატონი ლილუაშვილისა და მისი თანამშრომლების დამსახურებაა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც რაც არ უნდა შეთხზას თუ შექმნას, ამ შეთხზული ისტორიებით, შსს-სა და სუს-ს ჩირქს ვერ მოსცხებენ. ჩემი ქვეყანა დღემდე დამოუკიდებელია, ჩემი ქვეყანა დღემდე მშვიდადაა და საქართველოში ომი არ მიმდინარეობს, რისი მცდელობაც ჰქონდათ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში რუს ქალს დაარტყა
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics