|
2022-09-09 16:58:23, 1094 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება
რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სანქცირებული ირანული თვითმფრინავი საქართველოს გავლით გაფრინდა და რუსეთში დაეშვა. მისი თქმით, ეს საკითხი არის ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა და ისინი განმარტავენ ყველაფერს. "ერთი, რომ რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის, ეს ერთი. მეორე - ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა კომენტარი და დამატებითი განმარტებებიც თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდ ამას გააკეთებენ. ეს არის არსებითად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა და ისინი განმარტავენ ყველაფერს" , - ამბობს კობახიძე. ცნობისთვის, პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 4 სექტემბერს საქართველოს გავლით აფრინდა ირანული თვითმფრინავი, რომელიც სანქცირებულ ავია კომპანია Iran Air-ს ეკუთვნის.ხოშტარიას თქმით, სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში და არსებობს ვარაუდი, რომ ირანი სწორედ ამ გზით აწვდის იარაღს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)