|
2022-09-08 18:59:36, 2106 ნახვა
სხვადასხვა
ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა ჯამბულ დიასამიძემ სპორტული მოედნების სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს
ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, მშენებლობის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა ჯამბულ დიასამიძემ სპორტული მოედნების სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში დაბაში აბუსერიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა, ხოლო სოფელ ზვარეში და ზედა მახუნცეთში არსებული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ფეხბურთის და კალათბურთის მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო თანამედროვე ტიპის ხელოვნური საფარი, განათება და მაყურებელთა ტრიბუნა. სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია ქედის მუნიციპალიტეტისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია, რადგან ახალგაზრდებს ექნებათ თავშეყრის ადგილი და საშუალება დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)