13:31 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 10:17:59, 811 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მაკკეინის კონფერენციაზე შეკრებილია ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა პოლარიზატორი

მაკკეინის კონფერენციაზე შეკრებილია ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა პოლარიზატორი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. 


მისი თქმით, კონფერენცია აგებულია იმ ადამიანების გარშემო, რომლებიც საუბრობენ რევოლუციასა და გადატრიალებაზე და ასეთ პირობებში როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, როდესაც პოლარიზატორები არიან წახალისებული.


„დღეს ვახსენეთ მაკკეინის კონფერენცია, სადაც შეკრებილია ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა პოლარიზატორი. ეს კონფერენცია ტარდება საერთაშორისო ქოლგის ქვეშ, უამრავი ადამიანი ესწრება, მათ შორის დიპლომატებიც. ეს ხომ გაუგებარი ამბავია, მთავარი პოლარიზატორები არიან შეკრებილი ე.წ. მაკკეინის კონფერენციაზე.  ის ადამიანები, რომლებიც რევოლუციაზე საუბრობენ, გადატრიალებაზე, უბედურებაზე და ა.შ., მათ გარშემოა აგებული ეს კონფერენცია და ასეთ პირობებში როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, როდესაც პოლარიზატორები არიან წახალისებული.  არიან პოლარიზატორი პოლიტიკოსები -  ნაცმოძრაობა, ლელო, ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ხოშტარია, ამათ ეძახიან ყველგან და იმ პარტიებს არ ეძახიან, რომლებიც მათ შორის პარლამენტშიც არის წარმოდგენილი - მოქალაქეები, გირჩი, ევროპელი სოციალისტები, როცა ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ  ესენი არიან პოლარიზატორები და ისინი არ არიან პოლარიზატორები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ..





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატი მახაშვილი - რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა?
ლიბანის არმია სამხრეთის გათავისუფლებულ ზონებში შედის
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics