|
2022-09-02 14:18:13, 897 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა მოსმენებზე - ქალბატონ სალომეს ეს განცდა იმიტომ გაუჩნდა, რომ მენტალიტეტში აქვს სააკაშვილის რეჟიმიდან
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს "მოსმენების შიში მენტალიტეტში აქვს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმიდან მოყოლებული". მისი თქმით, სწორედ ექსპრეზიდენტის დროს ხდებოდა მოსმენები და ზურაბიშვილს "ამის გამოძახილი და აღქმა აქვს". "გაუჩნდებოდა კი, ქალბატონ სალომეს ეს განცდა ისევე, როგორც ყველას გვაქვს ეს, სამწუხაროდ, მენტალიტეტში სააკაშვილის რეჟიმიდან, სადაც როცა დადებდი მოწყობილებებს, ოპერატორებსაც კი უსმენდნენ, ერთმანეთში რას ლაპარაკობდნენ ტელეფონებში. საიდან აქვს ეს აღქმა-თქო და ქალბატონი ზურაბიშვილი მაგ დროსაც საქართველოში ცხოვრობდაისევე როგორც მთელი საქართველო და ის მოსმენები როგორ ხდებოდა, ჩვენ გვახსოვს, შეიძლება, ამის გამოძახილი და ამის აღქმაა",- ამბობს ზარქუა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ჯერ კიდევ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი გავიტანოთ თუ დავიტოვოთ?".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)