21:41 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 13:45:23, 1173 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „ტვ პირველთან“ სასამართლო დავაზე - ძალიან ბევრ ტალახის სროლას ვითმენ - თუ თანხას მივიღებ, გაჭირვებულებს მოვახმარ

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან „ტვ პირველის“ წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, მის მიერ დაწყებულ სამართლებრივ დავას გამოეხმაურა. 

კახა კალაძის თქმით, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიღებულ თანხას ის ქველმოქმედებას მოახმარს.

„ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ, ბევრ ცილისწამებას, ტალახის სროლას, შეურაცხყოფას. შესაბამისად, ყველაფერი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.  რაც ეთერში თქვა, იმის შესახებ კონკრეტულ ჟურნალისტ მოუწევს მტკიცებულების წარმოდგენა.  ჩემმა ადვოკატმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ. რაც შეეხება თანხას, თუ მას მივიღებთ, ის მიმართული იქნება ოჯახებისკენ, ადამიანებისკენ, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2022 წლის 20 ივნისს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებულური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი ლარი მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics