|
2022-08-30 14:31:37, 1276 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდა ოპოზიციას იმის წარმოდგენა, რომ რეკომენდაციებს შევასრულებთ
ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ახალი სიტყვა გამოიგონეს - მრავალწახნაგოვნება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს იმისთვის ხდება, რომ „დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი ქუჩაში გამართლდეს“. „ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ახალი სიტყვა გამოიგონეს - მრავალწახნაგოვნება. ეს იმისთვის, რომ თან აქ მოვიდნენ და თან მათი დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი გამართლდეს ქუჩაში. ხედავენ, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოებული პროცესი იგივე გრაფიკში ზის, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ათეულობით შეხვედრა გაიმართა აგვისტოში, რამაც უზრუნველყო გეგმის ამ ეტაპამდე მოყვანა და დედლაინის შესაბამისად წარმართვა. მათ აშფოთებთ, რომ ყველა რეკომენდაცია დათქმულ ვადაში სრულდება და ეს არ აწყობთ. მათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ იმის წარმოდგენა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციები შესრულდება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ისინი აწარმოებენ საბოტაჟს და ამას როგორ შეფუთავენ, ეს არის პიარული საკითხი და აქაც კი სუსტები არიან“,- განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)