|
2022-08-30 12:37:04, 1463 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ვგეგმავთ
უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ვგეგმავთ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო წვრთნები უკრაინის არმიას კიდევ უფრო ძლიერს და თავდაცვისუნარიანს გახდის. „დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იქნება, სამწუხაროდ, გაუმჯობესება არ გვაქვს, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, სამხედრო ტყვეების დისკრიმინაციას, ატომური ბომბით და ატომური ენერგოსადგურით მანიპულაციას, ვითარება ძალიან რთულია უკრაინას ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას. დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრი შემოგვიერთდება, რაც მნიშვნელოვანია, უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ვგეგმავთ, რაც ამ არმიას კიდევ უფრო ძლიერს და თავდაცვისუნარიანს გახდის“,- განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პრაღაში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება. შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის შეკავების ახალი მექანიზმების შემუშავებაა იქნება.ამასთან, თავდაცვის მინისტრები დღესვე განიხილავენ იმ სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელსაც უკრაინას გადასცემენ. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე გეგმავენ, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რათა შეზღუდონ რუსებზე გაცემული ვიზების რაოდენობა.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)