17:29 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 17:16:36, 1135 ნახვა

საზოგადოება
ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს აქტიურად ახორციელებს.

ამ ეტაპზე, ტაბახმელაში ახალი რეკრეაციული სივრცე 5 000 კვ მ. ფართობზე მოეწყო. პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, მოსასვენებელი პავილიონები განთავსდა. ასევე, მოეწყო LED განათების და სარწყავი სისტემა. სკვერში დაიდგა საპარკე ინფრასტრუქტურაც.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე კახა გულედანი და  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

„ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს რაიონს მსგავსი სივრცეები შევმატოთ, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება მოსვლა და განტვირთვა. ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია გახლდათ მერის დაპირება და დღეს უკვე გვაქვს განახლებული სკვერი, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარი გამოიყო. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics