09:51 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 15:39:53, 1710 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა ვაშლის მოსავლის სუბსიდირებას წელსაც გააგრძელებს

მივიღეთ გადაწყვეტილება ვაშლის სუბსიდირების თაობაზე, საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი, ფერმერები შესაბამის შემოსავალს მიიღებენ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამაში დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული და შეიქმნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს.

„ვაშლის სუბსიდირების საკითხზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ბატონმა ოთარ შამუგიამ მოამზადა ეს საკითხი. წელს ჩვენ 120 ათას ტონა ვაშლს ველოდებით. ჩვენ წინა წლებშიც გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და წელსაც ასევე გავაკეთებთ სუბსიდირებას. მოგეხსენებათ, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას და ამიტომ საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, ხაზს ვუსვამ- არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი და ფერმერები მიიღებენ შესაბამის შემოსავალს. დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული ამ პროგრამაში, ბატონი ოთარ შამუგია გააკეთებს შესაბამის საკოორდინაციო შტაბს და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება მოგვარებული",- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics