|
2022-08-22 17:26:16, 2028 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსეთთან ექვსთვიანი ომის დროს, უკრაინამ თითქმის 9000-მდე გმირი დაკარგა
რუსეთთან ექვსთვიანი ომის დროს, უკრაინამ თითქმის 9000-მდე გმირი დაკარგა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დღეს, დღეს გამართულ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, ომში მონაწილეობენ არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი, ვინც იარაღი აიღეს, არამედ ისეთი ხალხი. რომლებიც არაფერში არიან დამნაშავენი. „ამ ომში მონაწილეობენ არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი, ვინც იარაღი აიღეს - ჩვენი პატარა ბავშვები, რომლებიც არაფერში არიან დამნაშავენი, გარდა იმისა, რომ ზუსტად აქ და ზუსტად ამ დროს დაიბადნენ. მათ არ ესმით რა ხდება, მაგრამ მათ აუცილებლად სჭირდებათ დაცვა, რადგან მათი მამა ფრონტზე წავიდა და შესაძლოა ერთ-ერთია იმ 9000-მდე დაღუპული გმირიდან“,- განაცხადა ზალუჟნიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)