|
2022-08-22 14:33:03, 2015 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულ ძალები - დამოუკიდებლობის დღეს ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად ვართ
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არ გამორიცხავენ მტრის შეიარაღებულ პროვოკაციას უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის, თუმცა აცხადებენ, რომ მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც კრიზისული. სარდლობის სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, განიხილება სხვადასხვა სცენარის განვითარება. „ჩვენი სამხედროები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, კრიზისული სიტუაციები. საჰაერო ძალების ჯარისკაცები დაიცავენ ჩვენს ცას. პირველ რიგში, თქვენ უნდა იცოდეთ რისთვის ემზადება მტერი, მიმდინარეობს მუდმივი დაზვერვა. თქვენ უნდა იცოდეთ რა ძალები და საშუალებები აქვს კონცენტრირებული მტერმა ჩვენს საზღვრებთან მისადგომებზე“,- განაცხადა იგნატმა. მისივე თქმით, უკრაინული მხარე ითვალისწინებს და აკონტროლებს რუსული თვითმფრინავების და ვერტმფრენების არსებობას ბელორუსის, რუსეთისა და ყირიმის აეროდრომებზე, ასევე სარაკეტო იარაღს, რომელსს კონცენტრირებაც უკრაინის საზღვრების ირგვლივ ხდება. „ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და ვეცდებით ადეკვატურად ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც მტერმა, სავარაუდოდ, ჩვენს მთავარ დღესასწაულზე მოამზადა“,- დასძინაიური იგნატმა. გარდა ამისა, კიევის სამთავრობო კვარტალში მდებარე დაწესებულებების თანამშრომლებს რეკომენდირებული აქვთ დისტანციურად მუშაობა მომდევნო კვირაში. ასეთი ზომები დაკავშირებულია დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის მხრიდან თავდასხმების გაზრდილ რისკთან.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)