|
2022-08-22 10:22:49, 1786 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც რუსეთთან მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება
თუ უკრაინელი ტყვეების ეს საზიზღარი სასამართლო შედგა, თუ ჩვენს ხალხს, ყველა მოლაპარაკების, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიყვანენ ამ დეკორაციებში, ეს იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები დარასაც არ უნდა გეგმავდნენ, სახელმწიფოს რეაქცია იქნება აბსოლუტურად გასაგები. „რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები, რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია იქნება აბსოლუტურად გასაგები. თუ ეს საზიზღარი სასამართლო შედგა, თუ ჩვენს ხალხს, ყველა მოლაპარაკების, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიყვანენ ამ დეკორაციებში, ეს იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება. რუსეთი საკუთარ თავს მოკვეთავს მოლაპარაკებებიდან. მეტი საუბრები არ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერ თქვა. უკრაინა არ მოითმენს იმ ადამიანების დაცინვას, რომლებზეც მხოლოდ ერთი შეიძლება, ითქვას - ისინი გმირები არიან და საკუთარ სამშობლოს იცავდნენ დამპყრობლებისგან“,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)