|
2022-08-21 10:13:29, 2112 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ამ კვირაში რუსეთი შეიძლება შეეცადოს რაღაც განსაკუთრებით ამაზრზენისა და სასტიკის ჩადენას
ამ კვირაში რუსეთი შეიძლება შეეცადოს რაღაც განსაკუთრებით ამაზრზენსა და განსაკუთრებით სასტიკს. ასეთია ჩვენი მტერი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ სხვა კვირაში ამ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი ყოველთვის იგივეს აკეთებდა - ამაზრზენსა და სასტიკს „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ კვირაში რუსეთი შეიძლება შეეცადოს რაღაც განსაკუთრებით ამაზრზენსა და განსაკუთრებით სასტიკს. ასეთია ჩვენი მტერი. მაგრამ ნებისმიერ სხვა კვირაში ამ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი ყოველთვის იგივეს აკეთებდა - ამაზრზენსა და სასტიკს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი წუთით არ დანებდეთ მტრის ამ წნეხს, არ გამოვავლინოთ სისუსტე. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მტრის ნებისმიერ პროვოკაციას",- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)