|
2022-08-19 15:39:56, 1861 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს
დღეს დილით მტერმა კვლავ ესროლა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობას. - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისივე თქმით, დაახლოებით დილის 6 საათზე დაფიქსირდა სულ მცირე 5 სარაკეტო დარტყმა ქალაქ კიევის, ნემიშლიანსკისა და ოსნოვიანსკის რაიონებში. "დღეს დილით მტერმა კვლავ ესროლა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობას. დაახლოებით დილის 6 საათზე დაფიქსირდა სულ მცირე 5 სარაკეტო დარტყმა ქალაქ კიევის, ნემიშლიანსკისა და ოსნოვიანსკის რაიონებში. ნემიშლიანსკში რაკეტები 2 კერძო სახლს დაეცა. ამ დროისთვის ცნობილია 1 გარდაცვლილი ქალის შესახებ. ის საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)