02:13 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 11:30:52, 1185 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაბრუნებლად, ამბოხებასა და რევოლუციაცე ფიქრი გამართლებულია.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ მმართველმა ხელისუფლებამ საზოგადოება დააშინა.

“ნუ უსმენთ ამ ს*რებს და ნუ გეშინიათ.  ფიქრი, საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, გზების გადაკეტვაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც.

თუ დაფიქრდებით, მიხვდებით რომ ისე დაგაშინეს, ასეთი ფრაზების გონებაში გავლებაც კი გაფრთხობთ. ახლაც ამიტომ მორთო გნიასი ერთი ჩატით მართულმა მეძავთა ხროვამ - რომ შეგეშინდეთ.

ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება მიტაცებულია, სადაც არჩევანის უფლება წაგართვეს, სადაც უზურპატორი გაზის თავზე და გიმტკიცებს ჩემი &ლე სალამურიაო, სადაც ყველა გაქცევაზეა ვისაც არათუ ინტელექტი, არამედ ელემენტარული ინსტინქტები აქვს შერჩენილი, სადაც ვიღაც მონები ჩვენი სახელით ყოველდღიურ რეჟიმში აგინებენ მთავარ მეგობარ ქვეყანას, რომლის მხარდაჭერაზეც დგას ჯერ კიდევ თუ რამე დარჩა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისგან და უსაფრთხოებისგან.

აბა რაზე უნდა იფიქრო? აბა რაზე უნდა ილაპარაკო?" - წერს ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics