|
2022-08-18 21:41:48, 2027 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტთ
ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ჯარი უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დღემდე აწარმოებს თავდასხმებს ფრთოსანი რაკეტებით. "თურქეთის პრეზიდენტმა, ბატონმა ერდოღანმა მითხრა, რომ უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიური ფანჯარა რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. მე მას ვუთხარი ჩემი მოსაზრება ამის შესახებ. რუსეთის ჯარი უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დღემდე აწარმოებს თავდასხმებს ფრთოსანი რაკეტებით. ამიტომ ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ ყველაფერს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)