|
2022-08-18 10:53:11, 1746 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი ყირიმის უსაფრთხოების მიმართ ნდობას კარგავს, პუტინმა შავი ზღვის ფლოტის მეთაური ფარულად შეცვალა
ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტებზე მომხდარი ბოლო დარტყმების შემდეგ, რუსეთის ხელმძღვანელობა ნახევარკუნძულის უსაფრთხოების მიმართ ნდობას კარგავს. ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში . ანალიტიკოსების წყაროს ცნობით, 17 აგვისტოს ვიცე-ადმირალმა ვიქტორ სოკოლოვმა შავი ზღვის ფლოტის მეთაურის თანამდებობაზე.ადმირალი იგორ ოსიპოვი შეცვალა ამავდროულად, რუსეთი ცდილობდა სოკოლოვის დანიშვნა საიდუმლოდ შეენახა. “უკრაინის ბოლო დარტყმებმა (დაკავშირებულმა უკრაინელ პარტიზანებთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან) ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სევასტოპოლში, სავარაუდოდ, რუსეთის ძალები მაღალ მზადყოფნაში მოაქცია და შეცვალა ძალების შემადგენლობა, ლოგისტიკა და ხელმძღვანელობა. ყირიმში რუსული ჯგუფის მხრიდან შემდგომი დარტყმების შედეგების შესამსუბუქებლად“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ყირიმის ჯანკოისკის რაიონის სოფელ აზოვსკოეში სამხედრო ნაწილში საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა. 9 აგვისტოს ყირიმში, ნოვოფედოროვკას დასახლების მიდამოებში, აფეთქებების სერია მოხდა და ხანძარი საკის აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩნდა . აფეთქებებმა სულ მცირე 9 თვითმფრინავი გაანადგურა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)