|
2022-08-17 19:01:09, 1978 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ოჯახი მიმყავს, ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა
როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ოჯახი მიმყავს, ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მთელი დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის განმავლობაშიო უკრაინელებს ფული გაჰქონდათ საკუთარი ანგარიშებიდან და შესაბამისად უკრაინის ეკონომიკიდან. "მთელი დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის განმავლობაშიო უკრაინელებს ფული გაჰქონდათ საკუთარი ანგარიშებიდან და შესაბამისად ჩვენი ეკონომიკიდან. ჩვენ შეგვეძლო ამ სიტუაციაში უფრო მკაცრად მოვქცეულიყავით, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებდით ეროვნულ ბანკს და რომელიმე სხვა დაწესებულებას ხალხისთვის საკუთარი ფულის გატანის უფლება შეეზღუდა. დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხს ეს თავისუფლება აქვს. ამიტომ, დიახ, ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ჩემი ოჯახი მიმყავს? არადა, მე სწორედ ამას მთავაზობდნენ. ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)