|
2022-08-17 16:13:21, 1886 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში უნივერსიტეტი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში პეტრო მოგილას სახელობის შავი ზღვის ეროვნულ უნივერსიტეტზე ორი სარაკეტო იერიში განახორციელეს, - ამის შესახებ ნიკოლაევის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, წუხელ იქ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. "რაშისტებმა ნიკოლაევში კიდევ ერთი უნივერსიტეტი დაბომბეს...წუხელ იქ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ესენი არიან ნამდვილი ტერორისტები, რომლებიც ცინიკურად აგრძელებენ ჩვენი სასწავლო დაწესებულებების განადგურებას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)