14:04 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 15:25:48, 1771 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ყირიმის ხიდი რუსული არმიის მომარაგებისთვის მთავარი კარიბჭეა, ის აუცილებლად უნდა განადგურდეს

ყირიმის ხიდი რუსული არმიის მომარაგებისთვის მთავარი კარიბჭეა, რომელიც უნდა განადგურდეს- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს ყირიმის ხიდს, რომელიც აკავშირებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან.

„ეს არის უკანონო მშენებლობა და მთავარი კარიბჭე ყირიმში რუსული არმიის მომარაგებისთვის. ასეთი ობიექტები უნდა განადგურეს“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ყირიმის ხიდზე მოძრაობის ახალი რეკორდი დაფიქსირდა. ხიდზე ორივე მიმართულებით 38,3 ათასმა მანქანამ გაიარა.

აღნიშნული რეკორდი ამს შემდეგ დამყარდა, რაც დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics