|
2022-08-17 10:38:15, 1524 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს - ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება
ოკუპანტებმა უკრაინის ოდესის რეგიონი დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია 3 დაშავებულის შეახებ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მედიის ცნობით, ღამის დარტყმების შედეგად, დასასვენებელი ცენტრი და რამდენიმე კერძო სახლი განადგურდა. “დღეს ღამით მტერმა ოდესის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მოწინააღმდეგის ორი რაკეტის დარტყმის შედეგად განადგურდა ერთი რეკრეაციული ცენტრი და რამდენიმე კერძო შენობა. გაჩნდა ხანძარი. დაშავდა სამი ადამიანი - მათ ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო დახმარება. მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა მაშინვე დაიწყეს. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება", - განაცხადა ოდესის სამხედრო ადმინისტრციის ხელმძღვანელმა, სერგეი ბრაჩუკმა. როგორც UNIAN-ი წერს, 17 აგვისტოს ღამით, რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ოდესის რეგიონსა და ხარკოვს. გარდა ამისა, დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს ნიკოლაევს და სამოქალაქო სამიზნეებს
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)