|
2022-08-16 19:03:07, 2005 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ აშშ ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს
უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკული თავგადასავალი ტაივანთან მიმართებით არ არის მხოლოდ ინდივიდუალური უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მოგზაურობა, არამედ შეერთებული შტატების მიზანმიმართული, შეგნებული სტრატეგიის ნაწილია. "უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს. ისინი ზუსტად ისევე მოქმედებენ აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში კონფლიქტის გაღვივებით... კიდევ ერთხელ, შეერთებულმა შტატებმა სცადა მიზანმიმართულად დაესხა ცეცხლზე ნავთი და გაღვივებულიყო სიტუაცია ტაივანში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)