|
2022-08-16 17:29:23, 2059 ნახვა
ომი უკრაინაში
NYT - ყირიმის სამხედრო საწყობში აფეთქებები ელიტარულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა მოაწყო
The New York Times-ის ცნობით, 16 აგვისტოს, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჯანკოის მახლობლად მდებარე ტექნიკისა და საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქებები „უკრაინის ელიტარული სამხედრო შენაერთის მიერ“ იყო ორგანიზებული. მედიამ ეს ინფორმაციაა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა. "მებრძოლები მოწინააღმდეგის ხაზებს მიღმა მოქმედებდნენ. თუმცა, ოპერაციის დეტალები და მით უმეტეს, დანაყოფის დასახელება არ ხმაურდება,"- იუწყება NYT. უკრაინულ მხარეს აფეთქებებში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. თუმცა, ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ სამხედრო საწყობის განადგურება შემთხვევითი ინციდენტი არ იყო. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა Telegram-ზე ყირიმის და სახელმწიფოს სხვა ოკუპირებული ტერიტორიების„დემილიტარიზაციის“ გაგრძელების შესახებ განაცხადა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)