|
2022-08-16 15:43:19, 820 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - აუცილებელია სამკვირიანი ტურისტული ვიზებისა და ტურისტული გადასახადის რუსეთის მოქალაქეებისათვის დაწესება
დაბალი მხარჯველობითი უნარის მქონე რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა აფუჭებს ტურისტულ პროდუქტებს საქართველოში. - ამის შესახებ პარტია „დროა“-ს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისივე თქმით, გამოსავალია სამკვირიანი ტურისტული ვიზები რუსეთის მოქალაქეებისათვის, ბიზნესის რეგისტრაციის შეზღუდვა, კერძო საკუთრების რეგისტრაციის შეზღუდვა, ბინადრობის უფლების შეზღუდვა და ტურისტული გადასახადი რუსეთის მოქალაქეებისათვის. "დაბალი მხარჯველობითი უნარის მქონე რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა აფუჭებს ტურისტულ პროდუქტებს საქართველოში. საქართველო არ არის მასობრივი ტურიზმის ქვეყანა. ინდუსტრიის განვითარების სტრატეგია ეფუძნება მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოზიდვას და ნიშური ტურიზმის განვითარება. რუსი ტურისტისთვის მისაღები ტურისტული ინფრასტურქტურა და პროდუქტები მიუღებელია ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, აგრეთვე აზიის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისათვის, გამოსავალს ვხედავთ: სამკვირიანი ტურისტული ვიზები რუსეთის მოქალაქეებისათვის - სასაზღვრო კონტროლის, რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირების აღრიცხვისა და მონიტორინგის, მათი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, დაწესდეს მაქსიმუმ სამკვირიანი ტურისტული ვიზა, რომელიც შეზღუდავს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შესაძლებელს გახდის რუსეთიდან მხოლოდ მიზნობრივი სეგმენტის შემოშვებას, რუსეთის მოქალაქეების კონტროლს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ბიზნესის რეგისტრაციის შეზღუდვა - ტურისტული მიზნით შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში. თუმცა, არსებული გამოცდილებით, ისინი კომპანიებს არეგისტრირებენ. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისათვის იურიდიული პირების რეგისტრაცია, რაც ხელს არ უშლის ტურიზმს, მაგრამ იცავს ქვეყანას რუსული ფინანსების უკონტროლო შემოდინებისაგან. კერძო საკუთრების რეგისტრაციის შეზღუდვა - ტურისტული მიზნით შემოსულ პირებს არ ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვა. ამიტომ, აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს უძრავი ქონების რეგისტრაცია რუსეთის მოქალაქეებზე, რაც არავითარ კავშირში არ არის ტურიზმის ინდუსტრიასთან. ბინადრობის უფლების შეზღუდვა - აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე, რაც დააზღვევს რუსეთის მოქალაქეების უვადო, ან ხანგრძლივი ვადით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობის რისკს და ამასთან, არ შეამცირებს ტურისტული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებს. ტურისტული გადასახადი რუსეთის მოქალაქეებისთვის: რუსეთიდან შემოსულ თითოეულ მოქალაქეს საერთაშორისო პასპორტისა და რუსეთის შიდა პასპორტის (პირადობის მოწმობის) შემოწმების საფუძველზე საზღვარზე დაეკისროს გადასახადი 20 ლარის ოდენობით, თუკი რუსეთის შიდა პასპორტი არ აღმოჩნდა რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების სამსახურის შიდა პასპორტი (გარდა 18 წლამდე ბავშვებისა რომელთა შემთხვევაშიც გადასახადის დაკისრება მოხდება მხოლოდ საერთაშორისო პასპორტის საფუძველზე); შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 2022 წლის ივნისისა და ივლისის თვეების მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ინიციტივის შედეგად მიღებული შემოსავლაი, შესაძლებელია მინიმუმ 20 მილიონი ლარი ყოფილიყო.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)