|
2022-08-14 15:06:12, 2512 ნახვა
პოლიტიკა
„2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა“ - ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე
ევროკავშირი საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით (AA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში ასახავს პერიოდს ბოლო მოხსენების გამოქვეყნებიდან (2021 წლის 5 თებერვალი) საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი. ანგარიშში კრიტიკულად არის განხილული ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის 5 ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და LGBTIQ პირების წინააღმეგ, რასაც არ მოჰყვა ადეკვატური გამოძიება. ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იყო უკუსვლა ყველა ძირითად სფეროში. 2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვირ
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)